კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის

კონკურსი ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის

www.humanrights.ge - ვებ პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის


კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე.

განაცხადები მიიღება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან -16 ნოემბრამდე.

ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:
1.    საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება ადამიანის უფლებებზე;
2.    საუკეთესო სტატია ადამიანის უფლებებზე;
3.    საუკეთესო ტელე/რადიო სიუჟეტი ადამიანის უფლებებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს.
სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. წარდგენილი მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2008 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ. 4 სართ. ბინა 22.
ტელ.: 37 69 50; 38 46 48
ელ-ფოსტა: nino@hridc.org