კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნიშანი ევროპისთვის პრესის თავისუფლების ჯილდო 2009“

„ნიშანი ევროპისთვის პრესის თავისუფლების ჯილდო 2009“

საქართველოსთვის, სომხეთისთვისა და აზერბაიჯანისთვის

მოწოდება/წინადადება განცხადებების წარსადგენად
 
„რეპორტიორები საზღვერბგარეშე“ 2001 წლიდან გასცემს „პრესის თავისუფლების ჯილდოს - "სიგნალი ევროპისთვის“ რეპორტიორებზე, ჟურნალისტებსა და პუბლიცისტებზე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში.

პრიზი გადაეცემა კრიტიკულ, ინფორმაციულად დატვირთულ და საგამოძიებო პუბლიკაციებს, რომლებიც შემდეგ თემებს შეეხება: პოლიტიკა, პრესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კორუფცია, სოციალური ან მათი მონათესავე საკითხები. ძირითადი კანდიდატები არიან პუბლიცისტები განურჩევლად მათი ასაკისა თუ სტატუსისა.

„პრესის თავისულების ჯილდო- სიგნალი ევროპისთვის“საპრიზო ფონდი შედგება 15 000 ევროსგან, რომელსაც ცენტრალური ევროპის წამყვანი ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია „ოემვი“ ( OMV) აწესებს.
პრიზი სამი კატეგორიის მიხედვით გაიცემა
• ბეჭდური მედია
• ელექტრონული მედია
• პუბლიკაციების სერია, წიგნები და მემუარები.

ზემოაღნიშნული კატეგორიები შეიძლება შეიცვალოს ჟიურის შეხედულებისამებრ.

ჟიური:

ფრიემუტ დუვე-ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხში.
მონიკა ნაგლერ - ვიტგენშტაინი -“მწერლები ციხეში”, შვედეთი.
ევა ნოუონტი - ავსტრიის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვოლფგანგ პეტრიჩი - ავსტრიის გაეროს ელჩი ჟენევაში.
ალბერტ როჰანი - ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური მდივანი.

დაჯილდოების ცერემონია

„პრესის თავისუფლების ჯილდო 2009“-ის დაჯილდოების ცერემონია 2009 წლის 7 მაისს ავსტრიის პარლამენტში შედგება. ცერემონია ტარდება ავსტრიის საპარლამეტო პრეზიდენტის ბარბარა პრამერის პატრონაჟითა და ავსრიის იუნესკოს კომისიის მფარველობის ქვეშ.

სახელმძღვანელო პრინციპები განცხადებების წარსადგენად

• განაცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 მარტი.
• წარდგენილი მასალებიდან პუბლიკაციები ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული, ხოლო ვიდეო და აუდიო მასალები ტელევიზიითა და რადიოთი უნდა იყოს 2008 წელს გავრცელებული.
• რეკომენდაციების წარდგენა სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.
• დეტალური რეკომენდაცია აუცილებელია მემუარების წარდგენისას.
• ერთი პუბლიკაცია ან პუბლიკაციების თემატური სერია შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. პუბლიკაცია წარდგენილი უნდა იყოს ორიგინალურ ენაზე.
2. პუბლიკაციების ინგლისური თარგმანი დამოწმებული თავად კონკურსანტის მიერ.
3. CV ინგლისურად.
4. წარდგენილი მასალის ასლი.
5. ზემთაღნიშნული მოთხოვები ასევე ეხება პუბლიკაციების ბეჭდურ ან ტელე/რადიო ნამუშევრებს. მაგალითად, პუბლიკაციებისა და სიუჟეტების სერია, რომლებიც ჯილდოს მიზნებს/კატეგორიებს შეესაბამება. ამ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იყოს პუბლიკაციებისა და ტელე სიუჟეტების აღწერილობა შესაბამისი ზომის ნიმუშთან ერთად, რომელიც მოიცავს პრესის, რადიო, სატელევიზიო ან ინტენეტ მასალებს.
6. მემუარების წარდგენის დროს აუცილებელია დეტალური სარეკომენდაციო წერილის დართვა.

სავალდებულოა პუბლიკაციების ორიგინალების წარდგენა, ხოლო თუ პუბლიკაცია ინტერნეტით გავრცელდა, წარადგინეთ მისი სკანირებული ასლი. რადიო ან ტელე მასალა მოგვაწოდეთ კასეტების, CD-ის, DVD-ის და ელ-ფოსტის საშუალებით, იმის მიხედვით, რა სიგრძისაა წარდგენილი მასალა. წიგნის წარგენის შემთხვევაში, წიგნის წინასიტყვაობა ინგლისურად უნდა იყოს წარმოდგენილი და რეკომენდაციაში უნდა იყოს მოცემული განაცხადი ინტერესის შესახებ, რომელიც ასევე ინგლისურად უნდა წარდგინოთ.

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ჰანა რონცაიმერს, რეპორტიორები საზღვერბსგარეშე ავსტრიის წარმომადგენლობის ოფის მენეჯერს ან ეწვიეთ ჩვენ საიტს www.rog.at
რეპორტიორები საზღვრებსგარეშე ავსტრია:
ალსერ შტრასე 22/8
1090 ვენა, ავსტრია
info@rog.at
ტელ.: +43 1 581 00 11 (ორშაბათი-ხუთშაბათი 08.30-13.30)