პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ვის ეკუთვნის ბათუმური ნაგვის ქექვის ექსკლუზიური უფლებები

09.03.2012
განახლებული ბათუმიდან 8 კილომეტრში დიდი ნაგავსაყრელია, სადაც   აქ დღის განმავლობაში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დატვირთული100-მდე სატვირთო მანქანა იცლება.

აქ  50 მდე ადამიანი მუშაობს. მათ არ ისურვეს კადრში სახის გამოჩენა. ახლობლების ერიდებათ, რომლებსაც ჰგონიათ რომ ისინი მშენებლობაზე დადიან. ზოგი 10 წელია აქ მუშაობს, ზოგი უფრო დიდი ხანია. მათი ერთადერთი შემოსავალი ბოთლებისა და ჯართის ჩაბარებით აღებული ფულია. თითოეული მათგანი დღეში საშუალოდ 15 ლარს აკეთებს. ისინი ბათუმსა და მის ახლოს მდებარე სოფლებში ცხოვრობენ.

აქ მომუშავე ადამიანების იარაღი ე. წ. „ვილკაა“. ტელეფონების, ოქროს, ფულის, ხელყუმბარების გარდა, მათ აქ ყველაზე მოულოდნელი რამ შეიძლება იპოვონ. ზოგჯერ, საზოგადოებისთვის უცნობი, არაადამიანური დანაშაულისა და ადამიანური ტრაგედიის მოწმენიც ხდებიან. 

აქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ 1 კილო პლასტმასის ღირებულება 25 თეთრია. ბათუმური ნაგვის ქექვის ექსკლუზიური უფლებაც კი უცხოელებს უყიდიათ.

ნაგავსაყრელის მცხოვრებლებს თავისი სამყარო აქვთ შექმნილი. ეს ქოხები ზოგისთვის სახლია, ზოგისთვის მოსასვენებელი და ტანსაცმლის გამოსაცვლელი. ნაგვის გროვაში ტრაქტორის მიერ გაყვანილ დერეფანი კი მათთვის  პროსპექტია.

უცნაურია, მაგრამ ნაგავსაყრელის ბინადარნი წარმოსახვითი სამსახურიდან  სახლშიც მიდიან. ტანსაცმელს და მძაფრსუნიან ყოველდღიურ რუტინას იქვე, ნაგავსაყრელზე ტოვებენ იმისთვის რომ მეორე დღეს კვლავ წარმოსახვით სამსახურში დაბრუნდნენ.მძიმე ყოფის მიუხედავად  ცდილობენ ცხოვრებას იუმორით შეხედონ.

ვიდეო

პალიტრა.ტვ

<< უკან დაბრუნება