კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტიის“ განცხადება - პარტიის გენერალურ მდივანს პოლიცია პარიზში გაფრენის საშუალებას არ აძლევს

13 მარტი, 2012

კვლავ გრძელდება ხელისუფლების  ზეწოლა „ქართული პარტიის“ წევრებზე. გუშინ, „ქართული პარტიის“ გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს, რომელიც პარტიული კონსულტაციებისთვის პარიზში, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილთან მიემგზავრებოდა, მეორედ არ მისცეს ქვეყნის დატოვების უფლება და საპატრულო პოლიციამ აეროპორტიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოაბრუნა.

ირაკლი დოლაბერიძეს საზღვარგარეთ გაფრენის უფლებას მიმდინარე წლის 6 იანვარიდან არ აძლევენ. მისი მონაცემები შეტანილია ქვეყნიდან გაუსვლელობის პროგრამის ბაზაში. დოლაბერიძე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, არ არის პრობაციონერი და არარსებობს კანონით გათვალისწინებული არანაირი ღონისძიება, რის საფუძველზეც შეიძლება შეეზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული გადაადგილების უფლება.

პოლიტიკური საქმიანობის გარდა, ირაკლი დოლაბერიძე კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მას ხშირად უწევს საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება. საფრანგეთის საელჩოსგან მიღებული აქვს გრძელვადიანი ვიზა. ყოველივე ამის მიუხედავად  ხელისუფლება უკანონოდ უზღუდავს მას გადაადგილების საშუალებას, რაც უდავოდ გამოწვეულია მისი პოლიტიკური საქმიანობით.

რატომ ეზღუდება ირაკლი დოლაბერიძეს კანონმდებლობით მინიჭებული გადაადგილების უფლება, ამის გასარკვევად „ქართული პარტიის“ და კარატეს ეროვნული ფედერაციის სახელით წერილობით არაერთხელ მივმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს. კანონით გათვალისწინებული ყოველგვარი ვადის გასვლის მიუხედავად, ამ უწყებიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

აშკარაა, რომ ხელისუფლება ჩვეული და უკანონო მეთოდებით კვლავ აგრძელებს ოპონენტებზე ზეწოლას, რაც აუცილებლად უნდა გახდეს ყურადღების ღირსი, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე.

„ქართულიპარტია“  კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგვცეს დასაბუთებული პასუხი, რატომ ეზღუდება პარტიის გენერალურ მდივანს გადაადგილების უფლება. „ქართული პარტია“, უახლოეს დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს ირაკლი დოლაბერიძისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

„ქართული პარტია“ ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ზეწოლის და ტერორის პირობებშია. დაუსაბუთებელი ბრალდებები, უკანონო დაკავებები თუ ცილისწამებები, პარტიის წევრების მიმართ, გრძელდება. ირაკლი დოლაბერიძესთან დაკავშირებული შემთხვევაც პოლიტიკური ნიშნით დევნის მაგალითია. გუშინ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს დავალებით, ორ ბელორუს ოპოზიციონერსაც, ასევე დაუსაბუთებლად და მიზეზების მითითების გარეშე არ მიეცა ქვეყნის დატოვების უფლება და ცალსახაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარული ქვეყნის, ლუკაშენკოსეული მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.

www.presage.tv 

ახალი ამბები