კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება ეკონომიკის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

13 მარტი, 2012

ბოლო 6 თვის მანძილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით რამდენიმე წერილი გაუგზავნა. ჩვენ მოვითხოვეთ ინვესტორთა სია, რომლებსაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაუუქმდათ დადებული ხელშეკრულებები, ასევე Park Hyatt Tbilisi-ის, Hotel Kempinski-ის, Likani Comlex-ის, Hotel Intercontinental-ის და Willbrook Platinum Tbilisi Plaza-ს მშენებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგები.

აგრეთვე, მოვითხოვეთ  იმ პირების სია, ვინც უსასყიდლოდ, ჩუქების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სახელმწოფოსათვის ნაჩუქარი ქონების ნუსხა. ამ საკითხების მიმართ ჩვენი ორგანიზაციის დაინტერესება განპირობებული იყო საზოგადოებაში გავრცელებული აზრით იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არც ერთ წერილზე სათანადო პასუხი არ მიუღია. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, საქართველოს ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ეცნობა, რომ Park Hyatt Tbilisi-ის, Hotel Kempinski-ის, Likani Comlex-ის, Hotel Intercontinental-ის და Willbrook Platinum Tbilisi Plaza-ს მშენებელ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები მკაცრად კონფიდენციალურია. ამის შემდეგ, ორგანიზაციამ მოითხოვა გამსაიდუმლოებელი მხარის ვინაობის დასახელება და ამ ინფორმაციის გასაიდუმლოების თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნიშნული ინფორმაციის დაფარვა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია, სამინისტრომ კვლავ უარი განაცხადა აღნიშნული მონაცემების მოწოდებაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის საკითხს. ვფიქრობთ, რომ სამინისტროს ამგვარი პრაქტიკა ინფორმაციის გაცემის კუთხით საგანგაშოა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპელაციის წესით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

ორიგინალი

 

ახალი ამბები