კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პავლე კუბლაშვილი კონტროლის პალატის აქტიურობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციას უკავშირებს

16 მარტი, 2012

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, კონტროლის პალატის აქტიურობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა.

პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კონტროლის პალატის მიერ რეგიონებში მოსახლეობის „დაკითხვა-ჩხრეკის“ შესახებ ინფორმაციას უტრირებული უწოდა და განაცხადა, რომ არ ესმის, რაში უნდა აწყობდეს არასამთავრობო ორგანიზაციას მსგავსი განცხადებების გაკეთება, თუ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ უკავშირდება.

რაც შეეხება კონტროლის პალატის მიერ მიმდინარე ღონისძიებებს, კუბლაშვილი ამბობს, რომ არის ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ფინანსების გაუმჭვირვალობის შესახებ და კონტროლის პალატა ამ ინფორმაციას კონკრეტულ პირებთან აზუსტებს. მისი თქმით, ინფორმაციის დაზუსტება ხდება იმ პირებთან, ვინც ოფისი მიაქირავა „ქართულ ოცნებას“, ვინც ამ შენობით სარგებლობს, ვის სასარგებლოდაც გაიწია ხარჯი და ა.შ.

ასევე, დეპუტატის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც არა პარტია, არამედ რომელიღაც სხვა იურიდიული პირი იხდის თანხას ამ მომსახურებაში, რაც კანონდარღვევაა. კუბლაშვილის მტკიცებითვე, კონტროლის პალატის მიერ ინფორმაციის გადაზუსტების პროცესს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

„პროცესში მხოლოდ კონტროლის პალატა მონაწილეობს. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პროცედურა, არამედ კონტროლის პალატა იმ პირველწყაროებიდან იღებს ინფორმაციას, რომლის საქმიანობაც შეიძლება უკავშირდებოდეს ამა თუ იმ შემთხვევაში არაგამჭვირვალე ხარჯებს“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, კონტროლის პალატა უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია, თუმცა, ეს ფორმალური პროცესი არ უნდა იყოს და კონტროლის პალატა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რომ ვიღაც გაუმჭვირვალე ხარჯების არსებობას უარყოფს.

„ვიღაცამ რომ თქვას, არა აქვს ხარჯი, ეს კონტროლის პალატამ ფაქტად არ უნდა მიიღოს. კონტროლის პალატა რომ აქტიური უნდა იყოს, ეს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები