კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მალაიზიაში დაკავებულ ბაბუცა გორდაძეს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

3 აპრილი, 2012

მალაიზიაში დაკავებულ ბაბუცა გორდაძეს, დარეჯან კოხტაშვილის მსგავსად, სიკვდილით დასჯა აღარ ემუქრება. ქართული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს გამართული მორიგ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ ბაბუცა გორდაძეს 8-წლიანი პატიმრობა მიესჯა, საიდანაც ორი წელი უკვე მოხდილი აქვს.

ამასთან, ბაბუცა გორდაძესთან ერთად დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს მალაიზიურმა სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ორი წელი მასაც მოხდილი აქვს.

მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხიტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2010 წელს, მალაიზიაში ნარკოტიკული საშუალება "მეტაფინის" შეტანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, ეს დანაშაული სიკვდილით დასჯას, კერძოდ ჩამოხრჩობას ითვალისწინებს.

ამ ფაქტის შემდეგ, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი, რომელსაც სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ელდარ დავითიანს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადაზიდვას გულისხმობს.
კოხტაშვილისა და გორდაძის ახლობლები მალაზიაში მომხდარ ფაქტს სწორედ ელდარ დავითიანს უკავშირებდნენ.

ამასთან, საქართველოს პროკურატურისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები მალაიზიაში იმყოფებიან. არ არის გამორიცხული,  გორდაძემ და კოხტაშვილმა სასჯელი საქართველოში მოიხადონ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები