პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

მამუკა ბალიაშვილის ცნობით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტები სცემეს

04.04.2012
პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ბალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტები სცემეს.

„ქუთაისში, თეთრ ხიდთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები გაზეთებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ მოულოდნელად დაახლოებით 15 პიროვნება თავს დაესხა, რომლებიც გამგეობის თანამშრომლები იყვნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სააგიტაციო მასალები წაართვეს და მდინარეში გადაყარეს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და გამგეობის თანამშრომლებს აფრთხილებდნენ, რომ ეს კანონმდებლობის დარღვევა იყო“, - აღნიშნა ბალიაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, ინცინდენტის ადგილას საპატრულო პოლიცია არ მისულა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

<< უკან დაბრუნება