კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ განცხადება Forbes Georgia-ს მიერ გავრცელებულ განმარტებასთან დაკავშირებით

3 აპრილი, 2012

27 მარტს Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, რევაზ საყევარიშვილმა დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. 

Forbes Georgia-მ საპასუხო განცხადებაში, რომელიც 28 მარტს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, რევაზ საყევარიშვილი პლაგიატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავარი რედაქტორი „გათავისუფლებული იქნა სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის, რომელთა დაცვაც მისი, როგორც ჟურნალ „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორის, სამსახურებრივი მოვალეობა იყო“.

გამოცემამ ასევე განმარტა, რომ „გათავისუფლების მიზეზი გახდა რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში უმეტესი კითხვების კოპირება რუსული „ვედომოსტის" 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან „არ მეგონა, თუ გავხდებოდი მილიარდერი“ (Ведомости: „Не думал, что стану миллиардером“).

ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ როგორც „ვედომოსტის“ 2005 წლის 7 აპრილის სტატია, ისე რევაზ საყევარიშვილის მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. ანალიზის შედეგად, დარწმუნებით შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ამ ორ სარედაქციო მასალას შორის მსგავსება მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე რესპოდენტი და მისი ბიოგრაფიაა, რომელსაც იგი სხვადასხვა გამოცემისთვის ვერ შეცვლის. შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილის მიერ მომზადებულ ინტერვიუში არავითარი პლაგიატი არ იკვეთება.

მივიჩნევთ, რომ „Forbes Georgia“-მ რევაზ საყევარიშვილის პლაგიატში დადანაშაულებით შელახა ჟურნალისტის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ამიტომაც, მოვითხოვთ გამოცემისგან, ან ფაქტებით დაადასტუროს პლაგიატი, ან საჯაროდ უარყოს ბრალდება, რომელიც რევაზ საყევარიშვილის, როგორც ჟურნალისტის, აშკარა დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. 

გარდა ამისა, ჩვენ ასევე შევისწავლეთ დოკუმენტაცია, თუ რა უფლება-მოვალეობები გააჩნდა, ერთი მხრივ, Forbes Georgia-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ს, ხოლო, მეორე მხრივ, Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორს.

წესდებისა და რევაზ საყევარიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, Media Partners-ს არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო სარედაქციო საქმიანობაში და დირექტივები მიეცა გამოცემის მთავარი რედაქტორისთვის. აქვე, Forbes Georgia-ს გამომცემლებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა - დაუშვებელი“.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

ახალი ამბები