კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე მისულ პირებს “მოურავი” დაემუქრა

12 აპრილი, 2012

ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ ხუბეჯაშვილი, მეტსახელად „მოურავი“ სოფელ ალავერდში მცხოვრებ გოჩა და ბაადურ ბასილაშვილებს დაპატიმრებით დაემუქრა იმის გამო, რომ ისინი ახმეტაში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას დაესწრნენ.

„ოფისი ახმეტაში 30 მარტს გაიხსნა. მეორე დღეს, შაბათს, „მოურავი“ მოვიდა, ხმამაღლა იგინებოდა, ყველას მოგ... დედის.... იქ რა გინდოდათო, დაგიჭერთო. მე მწყემსი ვარ. ორი დღის შემდეგ ძროხა დაიკარგა. პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ სახლში და ქურდობაში მადანაშაულებდნენ, გინდა თუ არა ძროხა აზერბაიჯანელებს გაატანე და დასაჭერი ხარო. მერე ის ძროხა გამოჩნდა. მე ხელი მომაწერინეს რაღაც ფურცელზე, რა ეწერა, არ ვიცი. იმათ ახლოს აღარ გაეკაროთო, დაგვემუქრნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოჩა ბასილაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად მალხაზ ხუბეჯაშვილს ვერ დაუკავშირდა. შს ახმეტის სამმართველოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაახლოებით 5 წლის წინ, მალხაზ ხუბეჯაშვილი სასამართლომ გაასამართლა და დამნაშავედ სცნო. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. პირობითი სასჯელი ხუბეჯაშვილს დროზე ადრე მოუხსნეს და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისევ შს ორგანოში დააბრუნეს.

ვიდეო

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები