კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის წევრთა უფლებები გადაიხედება

2 მაისი, 2012

ახალი რეგლამენტით, პარლამენტის წევრების უფლებებიც გადაიხედება. ახალი რეგლამენტის პროექტში, მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, პარლამენტის წევრთა უფლებებიდან, რამდენიმე დეტალი ვეღარ მოხვდა.

კერძოდ, პროექტიდან, მოქმედი ნორმისგან განსხვავებით, ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით, კანონით დადგენილ ფარგლებში და რეგლამენტით განსაზღვრული წესით, პარლამენტარს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს კანონების შესრულების შემოწმებაში ან მოტივირებული უარი განაცხადოს ასეთი დავალების შესრულებაზე.

ასევე, პარლამენტარს ძველი ნორმებითაც და პროექტითაც, უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა.

თუმცა, მოქმედი ნორმით განსაზღვრული უფლება, შეუზღუდავად შეხვდეს ის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და სხვა თანამდებობის პირებს, პროექტში აღარ არის.

მცირედი ცვლილებაა პარლამენტის წევრის ვალდებულებებშიც. კერძოდ, ახალ პროექტში, დეპუტატის ვალდებულებათა ჩამონათვალში აღარ არის ნორმა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი ვალდებული იყო ექვს თვეში ერთხელ მაინც გამოსულიყო ამომრჩევლის წინაშე ინფორმაციით თავისი და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები