კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრესის თავისუფლების დღეს აქციით აღნიშნავს

2 მაისი, 2012

3 მაისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში რუსთაველის გამზირზე 12:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ მოეწყობა ინსცენირებული აქცია - „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების - „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის გარდა, აქციაში მონაწილეობენ: „საზოგადოებრივი დამცველი“, არჩევნებისა და პოლიტტექტონოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“, „ჯანმრთელი სამყარო“.

აქცია ღიაა ყველასათვის და ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანიზაციას, ასევე - აქტიურ მოქალაქეებს შეუძლიათ, შეუერთდნენ მას.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე გასულ წელსაც აღნიშნა. პარლამენტის წინ მოწყობილ ფლეშმობზე აქციის მონაწილეებმა ამობრუნებული გაზეთებით პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა სახის ზეწოლას ქართულ ბეჭდურ მედიაზე.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობას, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.

ეს დღე შეახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
02.05.12.

ახალი ამბები