კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქდმ-ს მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია“

23 მაისი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის საპარლამენტო გამოსვლას ეხმიანებიან.
 
ორგანიზაციები, თარგამაძის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით „საზოგადოების მორალური ინტერესების“ დაცვას ითვალისწინებს, დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.
 
თანასწორუფლებიანობის დარღვევა, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებათა დარღვევა, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტზე.
 
დისკრიმინაციის აკრძალვა დადგენილია ევროკონვენციის მე-14 მუხლით, რომელიც მკაცრად ადგენს, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი საფუძველით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმი, დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებს განავრცობს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი უფლებით სარგებლობისას თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული.
 
არადისკრიმინაციულობის მიზანია თითოეულ ინდივიდს ჰქონდეს თანასწორი და სამართლიანი ხელმისაწვდომობა საზოგადოებაში არსებული შესაძლებლობების მიმართ.
 
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა 22 მაისს პარლამენტში წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წინადადებები, რომელიც ხუთი პუნქტისაგან შედგება. ცვლილებების მიზეზად მან დაასახელა საპატრიარქოს განცხადება და 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი მსვლელობა, რომელსაც თარგამაძემ „გეი აღლუმი“ უწოდა.
 
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები, სწორედ თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს ინიციატივა შესაძლოა ხელი შეუშლოს ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას და მოახდინოს მათი დაყოფა.
 
ამასთან, ქდმ-ს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების, აზრის გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას. მიუღებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა კულტურულ, ტრადიციულ, რელიგიურ ფასეულობებზე, ასევე „დომინანტური კულტურის“ წესებზე. ცვილებათა პროექტს შემოაქვს ტერმინი „საზოგადოებრივი მორალი“, რაც შეფასდებითი კატეგორია და ქვეყნის კონსტიტუციაში მსგავსი განსაზღვრება არ უნდა ფიგურირებდეს.
 
საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, სადაც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობს სხვადასხვა რელიგიური შეხედულების, ეთნიკური კუთვნილებისა და განსხვავებული ტრადიციების მატარებელი ადამიანები. ყველა მათგანი კანონის წინაშე თანაბარი უფლებით სარგებლობს და მსგავსმა ცვლილებებმა შესაძლოა შუღლის გაღვივება გამოიწვიოს.
 
შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც ხაზს უსვამს ქრისტიანული რელიგიის და ქრისტიანობის მიმდევართა ღირებულების უპირატესობის მინიჭებას, აბსოლუტურად ლახავს არა მხოლოდ თანასწორობის პრინციპს, არამედ ხელს უშლის ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია რომელიმე ერთი ჯგუფისათვის უპირატესობის მინიჭება რაიმე ნიშნით და ამის ხარჯზე სხვათა დისკრიმინაცია.

www.npo.ge 

ახალი ამბები