კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი და განსაკუთრებული არაფერია“ - საპარალმენტო უმრავლესობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ

25 მაისი, 2012

საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში დიდი სიახლე და განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა.

როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში ახალი არაფერია ნათქვამი.

მისივე თქმით, მასში არის რიგი საკითხები, რომელზეც დასკვნები უკვე არსებობს და არის ისეთი საკითხები, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„სიახლე მასში არაფერია“, – განაცხადა თორდიამ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე რეაგირება უნდა იყოს.

რაც შეეხება, აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიერ წუხილს ინფორმაციაზე ოპოზიციის შევიწროებასთან დაკავშირებით, ლაშა თორდია განმარტავს, რომ ყველა საკითხში სახელმწიფო დეპარტამენტს ვერ დაეთანხმება, რადგან მათ დაუზუსტებელი ინფორმაციები მიეწოდებათ-ხოლმე.

მისი თქმით, სახელწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას იღებს შესაბამისი არასამთავრობო სექტორისგან, პარლამენტისგან, სახალხო დამცველისა და ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც საქმიანობს ადამიანის უფლებების მიმართულებით და, შესაბამისად, ზოგ ინფორმაციას ხელისუფლება ვერ დაეთანხმება.

ასეთ ინფორმაციებად ლაშა თორდიამ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა და ოპოზიციის შევიწროება დაასახელა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია ისეთი შეფასებები, რომლებიც ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას ვერ შეაფერხებს. მისი თქმით საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ისეთი პრობლემები არ არის ასახული, რაც სხვა ქვეყნებს არა აქვთ.

მისივე თქმით, როგორც წესი, ამ ანგარიშში საუბარია არა იმ კანონდარღვევების ფაქტებზე, რომელთა სამართლებრივი შეფასება აშშ-ს დეპარტამენტმა მოახდინა, არამედ საუბარია იმ ფაქტებზე, რომელიც მას სახალხო დამცველისგან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიეწოდათ.

დარჩიაშვილის შეფასებით, პოლიცია ძალის გადამეტებას ყველა ქვეყანაში ახდენს, მაგრამ ამას რეაგირებაც მოჰყვება ხოლმე და შემდეგ „ვიღაცას“ მოსწონს ეს რეაგირება და „ვიღაცას“ არა. ყველა ტენდეციაზე, რომელიც ანგარიშში ნეგატიურად არის შეფასებული, საქართველოს ხელისუფლებას იგივე პოზიცია აქვს - მაგალითად, პოლიციელებისა თუ მოსამართლეების პროფესიონალიზმის გარმავების აუცილებლობა. „მაგრამ ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას პრობლემას შეუქმნის. ბუნებრივია, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება აუცილებელია“, – დასძინა დარჩიაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები