კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ში სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

25 მაისი, 2012

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის რეიგანის ცენტრში გამოსვლის პარალელურად, მის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩატარდა.

როგორც Ventura Country Star იუწყება, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს რონალდ რეიგანის ბიბლიოთეკასთან და მუზეუმთან 20 ქართველ-ამერიკელი აქტივისტი შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „დემოკრატია საქართველოში“ და მათივე თქმით, სააკაშვილის დიქტატორულ, არადემოკრატიულ რეჟიმს აპროტესტებდნენ.

აქციის ორგანიზატორმა, ლაშა შანიძემ განაცხადა, რომ თვითონ გახდა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი – იგი საქართველოში შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრეს და 50 დღის განმავლობაში აწამებდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მან აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

„სამწუხაროდ, სააკაშვილმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და ქვეყანას, როგორც ტირანი და ადამიანის უფლებების დამრღვევი ერთპიროვნულად მართავს. პრეზიდენტ რეიგანს შერცხვებოდა იმის გამო, რასაც ის თავის ქვეყანას უკეთებს“, – აცხადებს შანიძე.

„სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, როდესაც ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ დროს გადადგა. ახალმა მთავრობამ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის ტოტალირიზმის გზას დაადგა“, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

opinion.ge

ახალი ამბები