საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს მოსაზრებების უფრო მკაფიოდ და დოკუმენტალურად განმარტებას სთხოვს.
როგორც წიკლაურმა ჯონ ბასის ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა, პარტიების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიუღებელია და თუ ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ის, რა თქმა უნდა, განხილვის საგანი გახდება.
მისი თქმით, ალბათ ჯონ ბასმა უფრო მკაფიოდ და დოკუმენტალურად უნდა განმარტოს ამ საკითხზე მისი მოსაზრებები.
„პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციონერთა შევიწროების ფაქტებს მე არ ვიცნობ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ უკანონო მაქინაციებით ამომრჩეველთა მოსყიდვაზე რეაგირება, შეზღუდვას არ ნიშნავს.
ჯონ ბასის ვიდეომიმართვა
ინტერპრესნიუსი