კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა საფრანგეთის პასპორტით შეეძლება

7 ივნისი, 2012

საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განხორციელდა.

კანონპროექტით, „საარჩევნო კოდექსი“ გასულ კვირას ძალაში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მოდის შესაბამისობაში, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობის ნაცვლად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არჩევნებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებს გამოიყენებენ.

შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა საფრანგეთის პასპორტით შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეობა.

თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ცვლილებებისთვის ხელი არ მოეწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები