კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ან სპორტი ან პოლიტიკა - „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული მოჭიდავეებისგან მინისტრი არჩევანის გაკეთებას მოითხოვს

8 ივნისი, 2012

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ბოლო ხანს რამდენიმე მოჭიდავე გაერთდიანდა. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ზურაბ ზვიადაური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 14 მაისს შეუერთდა. ზვიადაურის განცხადებით, კოალიციაში გაწევრიანებამდე მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, თუმცა ზვიადაურს არ დაუკონკრეტებია, ზეწოლას ვინ ახდენდა.
 
რამდენიმე დღეში „ქართულ ოცნებას“ მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, 2008 წელს პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი თავისუფალ ჭიდაობაში რევაზ მინდორაშვილიც შეუერთდა. ასევე, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ ხუთგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი, ევროპის ჩემპიონი გიორგი ბაინდურაშვილი, ევროპის ჩემპიონი ლევან წიკლაური და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ამბაკო ავალიანი.
 
4 ივნისს, დილით, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამბაკო ავალიანი რამდენიმე პიროვნებამ ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

პოლიტიკური კოალიცია ვარაუდობდა, რომ ამბაკო ავალიანის გატაცება პოლიტიკური შეხედულებების გამო  მოხდა, რადგან გატაცებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს შეხვდა.

„საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში სპორტული კარიერის გაგრძელებას გეგმავდა, რაზეც მინისტრისგან უარი მიიღო. სპორტის მინისტრმა საქართველოს ჩემპიონს განუცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების გამო, მას სპორტული საქმიანობის გაგრძელების უფლებას აღარ მისცემდა. ამის შემდეგ ამბაკო ავალიანსა და ლადო ვარძელაშვილს შორის არასასიამოვნო საუბარი გაიმართა, რასაც სპორტის მინისტრის მხრიდან მუქარის სიტყვებიც მოჰყვა“, - აღნიშნეს კოალიციაში.

5 ივნისს, ამბაკო ავალიანმა განაცხადა, რომ ის მინისტრთან მოტყუებით წაიყვანეს. ავალიანის თქმით, მინისტრის მხრიდან იყო მუქარანარევი სიტყვები. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ჩემპიონს დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა ხელფასს, თუ „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებდა. ამბაკო ავალიანმა აღნიშნა, რომ ლადო ვარძელაშვილს იპოდრომთან მდებარე გიორგი უდესიანის ოფისში შეხვდა. შეხვედრას თავად უდესიანიც ესწრებოდა.

 „ერთმანეთი რომ ვნახეთ, მე ვუთხარი - ნაკრებიდან არ წავსულვარ და სპორტს ვაგრძელებ, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი. მან მითხრა - ან სპორტი აირჩიე და ან პოლიტიკაო. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე - არანაირ პოლიტიკაში არ ვერევი და სპორტის გაგრძელება მინდა, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს მეთქი.  ამაზე მითხრა - ხელფასს მოგიხსნიო, ნაკრებს აღარ გაგაკარებო. მერე მოხდა შელაპარაკება, სიტყვიერი შეურაქცყოფებიც იყო და მუქარაც... ეგენი შორს ვერ წავლენო და თქვენი და მაგათი დღეები დათვლილიაო“, - იხსენებს ამბაკო ავალიანი მინისტრთან შეხვედრის დეტალებს და დასძენს, რომ პოლიტიკურ შეხედულებებს ვერც ვარძელაშვილი და ვერც ვერავინ ვერ შეაცვლებინებს.

5 ივნისს განცხადება გაავრცელა ზურაბ ზვიადაურმა. მან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სპორტსმენებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
 
„ბოლო ხანს, ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან შეტევას დაემსგავსა. ჩემს მეგობრებს იბარებენ ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, ცდილობენ მათ მოსყიდვას და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე უარის თქმას აიძულებენ. სპორტსმენებზე ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. მან დაუფარავად განუცხადა ევროპის ჩემპიონს, ნოდარ მეტრეველს რომ ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირველების რომ არ გვეშინოდესო. ამ სიტყვებით ნათელია, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“, - ნათქვამია ზურაბ ზვიადაურის განცხადებაში.

ახალი ამბები