კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ოცნება“ „ნაციონალურად“

21 ივნისი, 2012

17 ივნისს „ქართული ოცნების“ ოზურგეთულ აქციაზე, 20 წუთის განმავლობაში, ერთ-ერთ რკინის კონსტრუქციაზე, საიდანაც კარგი ხედია, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი ეკა ბესელიას პირდაპირ ეთერში ჩართვას ცდილობდა. ამ დროის განმავლობაში „გურია ნიუსის“ და "მაესტროს" ჟურნალისტები ამაოდ ცდილობდნენ, „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფს თუნდაც რამდენიმე კადრის გადასაღებად შეეშვა იქ.

აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტების შეშვება აკრძალული ჰქონდათ. თუმცა, ეს არ შეხებია „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ს ჟურნალისტებს, რაც მათ ნონა ყანდიაშვილის ნებართვით ახსნეს. ჩვენი „მეცხრე“ კოლეგები იმდენად პრივილეგირებულად გრძნობდნენ თავს, რომ საკუთარ „უპირატესობას“ ყვირილითაც კი გვიმტკიცებდნენ. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე შეუვალნი აღმოჩნდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ე. წ. „საორგანიზაციო ჯგუფის“ წევრები არც „გურია ნიუსის“ ავტომანქანას აძლევდნენ რედაქციის ოფისის ეზოში შესვლის უფლებას და საკმაოდ ეგზალტირებულები მოგვიწოდებდნენ, მანქანა სადმე სხვაგან გაგვეჩერებინა და მასში მოთავსებული აპარატურა ხელით გვეთრია ნახევარ კილომეტრზე.

„საოცნებო“ ბარიერის გადალახვა მხოლოდ „გურია ნიუსის“ დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

გიორგი გირკელიძე, „გურია ნიუსი“

ახალი ამბები