კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ ზაქარია ქინქლაძის საჩივარი დაუშვებლად სცნო

3 ივლისი, 2012

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსის ზაქარია ქინქლაძის საჩივარი დაუშვებლად სცნო. ზაქარია ქინქლაძე თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილების ბათილად ცნობას და პატიმრობიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.

„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ლომიძეს საჩივარი 29 ივნისს ჩაბარდა. 24 საათში გამოიტანა დადგენილება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. პრაქტიკა ასეთია, ძირითადად დასაშვებობის საფეხურზევე ასე ხდება ხოლმე. დადგენილება ოფიციალურად ზაქროს ხვალ, იზოლატორში ჩაბარდება. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია. ზაქროს 25 დღიანი პატიმრობის მოხდა ბოლომდე მოუწევს,“ – განუცხადა ზაქარია ქინქლაძის ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს დააკავეს. პოლიციაში მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროცესი ისე ჩაატარა, რომ მასზე დასწრების საშუალება არც ადვოკატს მიეცა, არც ჟურნალისტებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს.

26 ივნისს, სისხლის სამართლის საქმე ზაქარია ქინქლაძის მეუღლის მაია წულუკიძის მიმართაც აღიძრა. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ზაქარია ქინქლაძის საქმეზე ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა მტკიცებულებები, რომელიც ზაქარია ქინქლაძის უდანაშაულობას ადასტურებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები