კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგი უგულავა მიტროპოლიტ სერაფიმეს ტყუილსა და ცილისწამებაში სდებს ბრალს

3 ივლისი, 2012

თბილისის მერი გიგი უგულავა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ტყუილსა და ცილისწამებაში სდებს ბრალს, - ამის შესახებ გიგი უგულავამ სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც მიტროპოლიტი სერაფიმე უგულავას მხრიდან პატრიარქის მისამართით ხმამაღალ საუბარზე ყვება.

„ძალიან დასანანია და სამწუხარო, რომ სასულიერო პირი ასეთი ცილისწამებისა და ტყუილის უფლებას აძლევს თავს. მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ 1 ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ „საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც“.

თბილისის მერის ამ განცხადებაზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) საპასუხო კომენტარს აღარ აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეუფე სერაფიმემ განუცხადა, მერის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, რადგან ეს უკვე კინკლაობის ფორმას მიიღებს.

მეუფე მიიჩნევს, რომ „მაესტროს“ ეთერში გასულმა GNS-ის სიუჟეტმა ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა და თავად მიტროპოლიტი ხელისუფლებასთან დააპირისპირა.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ფარულად ჩაწერეს მისი საუბარი, რისი უფლებაც ჟურნალისტს არ ჰქონდა. მეუფემ აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, საუბრობდა იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს-ხოლმე და არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს.

„ძალიან შეცდნენ ახალგაზრდები. იცით, ამ ამბავს ბორჯომში როგორ განიცდიან? ეს არ უნდა გაეკეთებინა. ამით საკუთარი თავიც დარტყმის ქვეშ დააყენეს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები