კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართლის თემის გაშუქება მედიაში

4 ივლისი, 2012

მედიის განვითარების ფონდი აქვეყნებს მედია-მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიზანია მედიის მიერ მედია-ეთიკის და პროფესიული სტანდარტების დაცვის შეფასება. წინამდებარე მონიტორინგი არ არის დაკავშირებული წინასაარჩევნო მონიტორინგთან. დღევანდელი კვლევის საგანია სამართლის თემის გაშუქება მედიაში. კვლევა ჩაატარა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ.   

ანგარიშში მოცემულია 5 ქართული ტელეკომპანიის და მათი ჟურნალისტების მიერ 1 თვიან პერიოდში სამართლის სფეროს გაშუქების პრაქტიკა და მაგალითები. ანგარიშის მიზანია გამოავლინოს და ასახოს ტელე-ჟურნალისტების მიერ სამართლის სფეროს გაშუქებისას დაშვებული შეცდომები და რეკომენდაციები მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს. ანგარიშის ფარგლებში, მონიტორები  2012 წლის 12 მარტიდან 12  აპრილამდე პერიოდს აკვირდებოდნენ.

მონიტორინგი ხორციელდებოდა ამ პერიოდში 5 ქართული ტელეკომპანიის ეთერში გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი-2, იმედი, კავკასია და მაესტრო). დაკვირვების 1 თვიან  პერიოდში ხუთივე არხზე სამართლის გაშუქებისთვის მიძღვნილი 63 სიუჟეტი შეირჩა და თითოეული შეფასდა დეტალურად.  მიზანი იყო იმის დადგენა, ამ სიუჟეტებში რამდენად ირღვეოდა კანონით დადგენილი წესები თუ ჟურნალისტური პრინციპები.

მკვლევარის დაკვირვებით, ტელეკომპანიების ჟურნალისტები ძირითადად ორი ტიპის შეცდომებს უშვებენ. 1. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტების აფიშირება.  2. სიუჟეტების გმირების პირად ცხოვრებაში ჩარევა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში და ვებ-გვერდზე http://www.mdfgeorgia.ge/.

ანგარიში სრული სახით

ახალი ამბები