კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იდენტობამ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

13 ივლისი, 2012

10 ივლისს ორგანიზაცია „იდენტობამ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელს ხელს ხუთი ადამიანი აწერს, მოპასუხე მხარე კი საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

სადავო ნორმებს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებები, რომელთა მიხედვითაც „ჰომოსექსუალიზმი“ სისხლის დონორობისათვის წინააღმდეგ ჩვენებაა.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხელს აწერენ საკონსტუიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, ჰომოსექსუალებად ახდენენ თვითიდენტიფიკაციას და მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი, კერძოდ კი მე-14, მე-16 და მე-20 მუხლი, რომელთა მიხედვითაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.

ორგანიზაცია „იდენტობას“ იურისტთა თქმით, გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია. კერძოდ, განსხვავებულ მოპყრობას აქვს ადგილი ორი სხვადასხვა ჯგუფის – ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების მიმართ. ასევე, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულ ნორმათა ტექსტის ფორმულირება, მისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სცდება დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფისა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზანს, რადგან ბრძანებათა ტექსტი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას არა სარისკო სექსუალური ქცევის საფუძველზე, არამედ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე კრძალავს.

გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქცევის საყოველთაო თავისუფლებას არსებითად განამტკიცებს და ითვალისწინებს პირის უფლებას, ჩააბაროს სისხლი და გახდეს სისხლისა და/ან მისი კომპონენტების დონორი.

თავისუფალი განვითარების უფლება ასევე იცავს ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების სფეროებს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ადამიანი დამოუკიდებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრაში, სქესობრივი პრაქტიკისა და სექსუალური ქცევის არჩევაში.

www.npo.ge

ახალი ამბები