კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ სამი აქტივისტი დააკავეს

17 ივლისი, 2012

სამართალდამცავებმა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი აქტივისტი დააკავეს და მათ პარტიების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისთვის წარუდგინეს ბრალი.

კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელი მდივანი მერაბ კაჭახიძე, ასევე „ეროვნული ფორუმის“ წევრები - თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა 16 ივლისს საღამოს დააკავეს. ორივე პარტია ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის შემადგენლობაში შედის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამივე აქტივისტმა რამდენიმე პირს საერთო ჯამში 8 750 ლარი გადასცა, რომელთაც შემდეგ ეს თანხა კონსერვატიული პარტიის და „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშებზე გადარიცხეს საწევრო შენატანის სახით. კანონის თანახმად, პარტიის წლიური საწევრო გადასახადი თითოეული წევრისგან არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელა, რომელიც ფარული ვიდეოკამერითაა ჩაწერილი და რომელიც, სავარაუდოდ, კონსერვატიული პარტიის ერთ–ერთ აქტივისტს ჰქონდა მიმაგრებული. ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია, რომ ეს აქტივისტი, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობდა, მითითებებს იღებს ზემდგომებისგან რამდენიმე ადამიანს შორის ფულის განაწილებისა და იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადარიცხულიყო საწევროს თანხა პარტიის საბანკო ანგარიშზე.
   
ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სამი აქტივისტის დაკავება „პოლიტიკური დევნის ერთ–ერთი გამოვლინებაა“.

„ასე ებრძვიან ოპონენტებს სააკაშვილის გუნდიდან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 17 ივლისს.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები