კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაიზარდა

3 აგვისტო, 2012
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, შეზღუდული მოსამართლეები, დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები, ორთვიანი პატიმრობების მარტივად და, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ დაკანონება, თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება და ა.შ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისის ოფისში სასამართლო მონიტორინგის 6 თვის შედეგები წარადგინა. 

საიას თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის მიზანი იყო სასამართლოს მიერ საქმეთა განხილვისას შესრულებული საპროცესო მოქმედებების დადგენა, ანუ - რამდენად შეესაბამება ჩვენს ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულება საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართალს. შედეგებმა გამოკვეთა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, განსაკუთრებით - სისხლის სამართლის საქმეებში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქუთაისშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა მკაფიოა; ხშირად მოსამართლე ბრალდების მხარისკენ იხრება, რაც საბოლოო ჯამში, ცუდად აისახება შედეგზე. 

„ორთვიანი პატიმრობები პრაქტიკულად დაკანონდა და ეს საშინელებაა. არ შეიძლება სასამართლო პრაქტიკაში მხოლოდ გირაო და პატიმრობა გამოიყენებოდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ ვითარება საგრძნობლად (ალბათ - მიზანმიმართულად) შეიცვალა და გამამართლებელი განაჩენების რიცხვი აშკარად გაიზარდა. მაგალითად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს გასულ თვეში 12 გამამართლებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „სასამართლოს გამჭვირვალობის ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში“ და მუდმივად ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას. დაკვირვების შედეგი არცთუ სახარბიელოა“, - ამბობს ხათუნა ხურციძე, ასოციაცია „საჩინო“.  

არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრობლემების სიმრავლე არაერთმა ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის პროცესებზე აუდიო და ვიდეო ჩაწერის აკრძალვამ. „თითქოს ყველა მოსამართლე თანახმაა ჩაწერაზე. თუმცა, როგორც კი, ამას ვინმე რეალურად დააპირებს, მაშინვე იწყება წინააღმდეგობები. გვეუბნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოგვაწოდებენ აუდიო ოქმს. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გვითხრეს, რომ ვერ ხედავდნენ ჩვენი მხრიდან აუდიო ჩანაწერის გაკეთების ვერანაირ საჭიროებას, რადგან კეთდებოდა აუდიო ოქმი. პროცესის დასრულების შემდეგ, როცა აუდიოქმი მოვითხოვეთ, იგი ვერ მივიღეთ. თქვეს, რომ გაფუჭდა“, - ამბობს ხათუნა ხურციძე.

თამარ ჩუგოშვილი, საიას თავმჯდომარე: „ჩვენ არაერთხელ დავდეთ ჩვენი რეკომენდაციები.  აუდიო-ვიდეო ჩაწერასთან დაკავშირებით, სასამართლოს არგუმენტი ისაა, რომ კამერების ფონზე შეუძლებელია მუშაობა და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე წესრიგის არსებობას საზოგადოების ინტერესი გადავაყოლოთ. ერთი წლის წინ ჩვენ დავსვით აღნიშნული  საკითხი. ითქვა, რომ დაიწყებოდა მუშაობა ამ კუთხით. იუსტიცი

ახალი ამბები