კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია დასაქმების პროგრამას აპროტესტებს

7 აგვისტო, 2012

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია სტუდენტური დასაქმების ფარგლებში განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობებს აპროტესტებს. პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელის, გიორგი წულაიას განცხადებით, კორპუსების აღწერა, მოსახლეობასთან სხვადასხვა პრობლემებზე საუბარი მერიის საბინაო სამსახურის კომპეტენციაა და მასთან ახალგაზრდა, გამოუცდელ ბავშვებს არაფერი ესაქმება: „არსებობს, პროგრამა „კორპუსი“, რისთვისაც, სხვათაშორის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო და რომელსაც  სწორედ აღნიშნული საქმეების განხორციელება ევალება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ე. წ. სტუდენტური დასაქმება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ეს საქმეები სწორედ ხალხის გულის მოსაგებად ხორციელდება. სინამდვილეში, ეს ბინები აღწერილია და ამაში ფული ერთხელ უკვე დაიხარჯა. ახლა გამოდის, რომ იმავე საქმისთვის ხელახლა უნდა დაიხარჯოს თანხები“.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ათასობით ახალგაზრდაა ჩართული, ქუთაისის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ითვალისწინებს. მათ შორის, მშენებარე პარლამენტის შიდა პერიმეტრის, ასევე, ქალაქის ფასადური ნაწილის კეთილმოწყობას, საცხოვრებელი კორპუსების აღწერას და ა. შ.
 
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში აცხადებენ, რომ სტუდენტები იმ კორპუსებს აღწერენ, რომლებიც ჯერ აღწერილი არ არის. ასევე, ახდენენ მოსახლეობის გამოკითხვას, თუ რა სჭირდებათ მათ: საკომუნიკაციო სისტემის მოწესრიგება, ეზოების კეთილმოწყობა და ა. შ. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია შეგროვდება, ერთიანი ბაზა შეიქმნება და აღნიშნული პრობლემებიც ეტაპობრივად აღმოიფხვრება“.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები