კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ბანკ ქართუს“ რვა თანამშრომლის, მათ შორის - ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშები და პირადი ქონება დაყადაღებულია

10 აგვისტო, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების - „ბანკ ქართუს“ 8 თანამშრომლის, მათ შორის - ბანკის პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშები და პირადი ქონება დაყადაღებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა და გადაწყვეტილებას უპრეცედენტო და პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.

ჯავახიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი თანამშრომლები აუდიტის სამსახურში დაბარებისას ოფიციალური ცნობებით იყვნენ მისული, დოკუმენტაცია არ გაითვალისწინეს.

„ხაზი მინდა გავუსვა ჩემი თანამშრომლის, ირაკლი მერაიას შემთხვევას, რომელსაც სამი გადარიცხვა აქვს განხორციელებული პარტიის ანგარიშზე – 100 ლარის, 200 ლარის და 33 ათასი ლარის ოდენობით. თურმე მას ვერც ერთი გადარიცხვა ვერ დაუსაბუთებია. მოგელაძეს შეიძლებოდა, ეჭვი შეპარვოდა იმ მტკიცებულებაში, რომელიც ირაკლი ბერაიამ წარუდგინა 33 ათასი ლარის ნაწილში, მაგრამ კაცმა, რომელსაც 4 ათას ლარზე მეტი აქვს ხელფასი, როგორ შეიძლება, ვერ დაასაბუთოს 100 ლარი“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, 8 აგვისტოს იგი იმყოფებოდა აუდიტის სამსახურში, სადაც წარადგინა დოკუმენტაცია, რომ ბანკის დროებითი მმართველობიდან გათავისუფლების კომპენსაცია – 17 000 ლარი შეიტანა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.

„ამის დამადასტურებელი დოკუმენტი დროებითი მმართველის - ვლადიმერ უგულავას ხელმოწერით წარვადგინე აუდიტის სამსახურში და რა არის აქ დაუსაბუთებელი, ჩემთვის გაუგებარია“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, ბანკის თანამშრომლებმაც პარტიას კომპენსაციის თანხები შეწირეს.
ამასთან, ჯავახიშვილის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ, 10:00 საათზე სასამართლო სხდომა გაიმართება.

„სასამართლოზე დაგვიბარეს. დარწმუნებული ვარ, ხუთმაგი ოდენობით, ჯამში კი – 1 მილლიონ 100 ათასი ლარით დაგვაჯარიმებენ და ჩვენს ქონებას საჯარო აუქციონზე გაყიდიან“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები