კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბონდო შალიკიანი გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მისი პოლიტიკური მოტივით შესაძლო მკვლელობაზე საუბრობდა

14 აგვისტო, 2012
 
მინკსში მოკლული ყოფილი დეპუტატის ბონდო შალიკიანის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ იგი პოლიტიკური მოტივით მოკლეს.

ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ქალბატონმა განაცხადა, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ბონდო შალიკიანმა მას დაურეკა და უთხრა, რომ თუ მოკლავდნენ, სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური მოტივი იყო.

„ერთი წლის წინ მე დავინახე, რომ მას პისტოლეტი ჰქონდა. მან მითხრა: „ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მემუქარებიან“. ერთი კვირის წინ მან მე დამირეკა და მითხრა: „თუ მომკლავენ, გთხოვ, ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდე, რომ ეს პოლიტიკური მოტივია და კრიმინალური აქ არაფერია“. იგი ბიზნესმენი იყო, მშვიდი, არავის გზას არ უკვეთავდა და საერთო ენას ყველასთან პოულობდა“, - განაცხადა შალიკიანის თანამშრომელმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.

მისივე თქმით, „მას ბონდო შალიკიანი 2009 წელს საერთო ნაცნობმა ქართველმა გააცნო“.

„მე მას როგორც ბიზნესმენს ვიცნობდი, არანაირი კრიმინალის კვალი არ დამინახავს, ეს იყო ძალიან მოწესრიგებული მამაკაცი. ახლა მას ტალახს ესვრიან და ამბობენ, რომ კანონიერი ქურდი იყო“, - განაცხადა ქალბატონმა.

მისი მონაცემებით, შალიკიანი ბელორუსიაში დაახლოებით, 3,5 წელი ცხოვრობდა, თუმცა არ იმალებოდა. რუსეთში, მოსკოვში, სმოლენსკში მიემგზავრებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი-ორი დღით.

ამასთან, მისივე თქმით, შალიკიანს მინსკში რესტორნების ბიზნესი ჰქონდა, სმოლენსკის ოლქში კი – ნავთობის. ბელორუსიის მედია-საშუალებები წერენ, რომ მინსკში 7 აგვისტოს 1967 წელს დაბადებული მამაკაცი მოკლეს. საგამოძიებო კომიტეტში ვარაუდობენ, რომ შეიძლება, მკვლელი რამდენიმე იყო. მამაკაცს რუსეთის მოქალაქის, გვარად პავლოვის პასპორტი აღმოაჩნდა. ასევე გამოძიება ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოკლული შესაძლოა, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი და პარლამენტის ექს-დეპუტატი იყო, მისი ნამდვილი გვარი კი შალიკიანია.

ბონდო შალიკიანს ქუთაისში 14 აგვისტოს დაკრძალავენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები