კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წითელი ხუთიანები რუსთავის თვითმმართველობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში

17 აგვისტო, 2012
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსთავში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციას ატარებენ. ამ ინფორმაციის თანახმად, ჯარისკაცებს ერთი ან ორი  თვით ათავისუფლებენ სავალდებულო სამსახურისგან და „ნაციონალური მოძრაობის“  მხარდამჭერების სიების მოგროვებას ავალებენ. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთ დავალებებს რუსთავის თვითმმართველობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, მინდია აფციაური გასცემს. 

ადამინის უფლებათა ცენტრთან აღნიშნულ თემაზე ჯარისკაცებმა საუბარი არ ისურვეს.

Humanrights.ge დაუკავშირდა  მინდია აფციაურს. მას ავუხსენით, რომ ზოგადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე გვსურდა საუბარი და ინტერვიუს პროცესში ჩვენვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხებსაც შევეხეთ.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო №5-ის მითითებით ერთი მცირე ზომის პლაკატი და მის გვერდით დიდი პოსტერი დაგვხვდა. პოსტერზე პარტიის საარჩევნო ნომერი - შემოხაზული წითელი ხუთიანი, პრეზიდენტი და მოხუცი ქალბატონია გამოსახული. ეტყობა, პოსტერი ამ საარჩევნო წლის არაა, რადგან მასზე მიწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ წინა არჩევნების სლოგანი: „საქართველო სიღარიბის  გარეშე“. 

სააგიტაციო პლაკატებზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გვეუბნება, რომ ისინი ძველია. ამბობს, რომ საკუთარ კაბინეტში მათი განთავსება კანონის დარღვევა არ არის: „მე რა ვიცოდი, რომ „ნაციონალებს“ ისევ №5 ექნებოდათ?“ 

მინდია აფციაურთან ინტერვიუს 9 აგვისტოს ვწერთ - როცა უკვე ოფიციალურად დაწყებულია წინასაარჩევნო პერიოდი და რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ №5 ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერია. 

„კედელზე დიდი ღრუა და მაგას ვფარავ მაგ პლაკატით. მომიტანეთ რამე უკეთესი და იმას მივაფარებ“, - გვიხსნის  აფციაური. 

გაწვევის სამსახურის შენობა მართლაც სარემონტოა. თუმცა, საუბრის ბოლოს იმასაც ვიგებთ, რომ მინდია აფციაური „ნაციონალური-მოძრაობის“ მხარდამჭერია და შესაძლოა, „არჩევნები როცა გადამწყვეტ ფაზაში შევა“, შვებულება აიღოს და „მიხედოს პარტიას“.

ჯარისკაცების საარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში ჩართვაზე კი გვპასუხობს, რომ ეს „დიდი ტყუილია“. 

„ჩვენ მხოლოდ გაწყვევა გვევალება. მიგვყავს მწვევანდელები დიღმის შემკრებ პუნქტში. სხვა შეხება სამხედროებთან არა გვაქვს. ტყუილია ის ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ. შეუძლებელია, ვინმემ საარჩევნო კამპანიისთვის ჯარისკაცი სამხედრო სამსახურისგან რამდენიმე თვით ან თუნდაც ერთი დღით გაანთავისუფლოს. თითოეულ ჯარისკაცზე  ყოველდღიური კვება მოდის და თან 15 თვე უნდა იმსახურონ. 2 თვე თუ არ იმსახურებენ, სავალდებულო სამსახური მოხდილად როგორ ჩაეთვლება?“ - გვეკითხევბა აფციაური.

კითხვაზე არის, თუ არა პირადად დაინტერესებული საარჩევნო თემატიკით გვპასუხობს: „რატომ არ უნდა ვიყო საარჩევნო თემატიკიდ დაინტერესებული?!.. მაგრამ  მე არ ვიყენებ ჩემს სამსახურს ამისთვის. სამუშაო დღის შემდეგ ვაფიქსირებ  ჩემს პოზიციას. არჩევნები როცა შევა გადამწყვეტ ფაზაში, ალბათ, შვებულებას ავიღებ და მივხედავ პარტიას“, - ამბობს აფციაური. საუბრის ბოლოს გვეუბნება, რომ ამ შვებულების ამბავი ჯერ არ დავწეროთ, რადგან შეიძლება რამე შეიცვალოს. 

აფციაური  კატეგორიულად უარყოფს ჯარისკაცების  მის მიერ საარჩევნო კამპანიაში  ჩართვას. თუმცა, ღიად აღნიშავს, რომ „ნაციონალური მოძარობის“ პრინციპები  მისთვის მისაღებია და წუხს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ოფიციალურად პარტიის რიგებში არ ირიცხება.

„თქვენ თვითონ დაფიქრდით 18-20 წლის ბავშვმა რა აგიტაცია უნდა ჩაატაროს თავის   სამეზობლოში? რა ავტორიტეტი აქვს მას?...“ - გვეკითხება აფციაური და თვლის, რომ ეს მყარი არგუმენტია ჩვენი არაოფიცაილური ინფორმაციის საწინააღმდეგოდ. 

ვინაიდან ჯარისკაცები აღნიშნულ საკითხზე არ საუბრობენ, რთულია გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება. თუმცა, სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში გაკრული საარჩევნო პლაკატები, თუნდაც ათი წლის სიძველის იყოს, კანონდარღვევაა.

ამ თემაზე კონსულტაციის მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვუკავშირდებით, სადაც გვიხსნიან, რომ ოფიციალურად როცა უკვე დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია, მსგავს დაწესებულებებში საარჩევნო სააგიტაციო პლაკატის გამოსაჩენ ადგილას განთავსება კანონის დარღვევაა.

ახალი ამბები