კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თომას ჰამერბერგის დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

26 სექტემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

ევროკავშირის  საგანგებო მრჩეველმა საკონსტიტუციო, სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა 22  სექტემბერს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას საქართველოში ადამიანის უფლებების  შესახებ 40-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა. მოხსენების დაწყებისას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ  საქართველო გარდამავალ ეტაპზეა. ანგარიში 8 თვის განმავლობაში  ევროკავშირის  საგანგებო მრჩევლის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების დროს მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობა.

„2012  წლის  ოქტომბრის  არჩევნების  შემდეგ უამრავმა  ადამიანმა მიმართა საჩივრებით   პროკურატურას. საჩივრები  არასათანადო მოპყრობას, საპროცესო შეთანხმების ბოროტად  გამოყენებას , ოფიციალური პირების არასათანადო ქცევას , თავისუფლების  უკანონოდ აღკვეთას შეეხებოდა. საჩივრების  ნაწილში დაუსაბუთებელი ფაქტებია მოყვანილი და აუცილებელია  მათი შესწავლა“ -აღნიშნავს ჰამერბერგი ანგარიშში.

მოხსენების ერთ-ერთი თავი ეთნიკურ, რელიგიურ და  სექსუალურ უმცირესობებს  ეხება. აღნიშნულია, რომ 2013 წლის 17 მაისს ადამიანებმა მშვიდობიანი  პროტესტის გამოხატვა  ვერ  შეძლეს,  ისინი დაარბიეს და ძალადობრივ  ქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა  პოლიცია. 
სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:/admin/editor/uploads/pdf/Georgia%20in%20Transition-Hammarberg.pdf

ახალი ამბები