კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბერა ივანიშვილის კონცერტი და სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ქუთაისში

26 სექტემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად 24 სექტემბერს ქუთაისის ერთ-ერთ ძველ, რეაბილიტირებულ უბანში ბერა ივანიშვილმა კონცერტი გამართა.

აღნიშნული ღონისძიებისთვის მზადება სამი დღით ადრე დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა 22 სექტემბრიდან შეიზღუდა. გადაკეტილი იყო ცენტრალური მოედანი, სადაც მასშტაბური სცენა დამონტაჟდა. ადგილობრივები კი, აღნიშნულ ტერიტორიაზე  მხოლოდ ქვეითად გადაადგილდებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებდნენ, რომ სატრანსპოტრო შეზღუდვის ნებართვა საპატრულო პოლიციამ ისე გასცა, რომ მათთვის არაფერი უკითხავს. 

რაც შეეხება აღნიშნული შეზღუდვის გამო საქალაქო ტრანსპორტის შეცვლილ მარშრუტს, ამაზე მერიის ტრანსპორტის სამსახურმა იზრუნა. მან სპეციალურად 22, 23 და 24 სექტემბრისთვის ადგილობრივ საქალაქო ტრანსპორტს დროებითი შემოვლითი მარშრუტი დაუწესა.

"კონცერტი და დროსტარება კარგია, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ცენტრალური ქუჩის სამი დღით გადაკეტვა (ისიც სამუშაო დღეებში) ცოტათი მეტისმეტია. თავის დროზე ამის გამო დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდადა ამბობდა: თავგასულები არიან, ხალხი არ ანაღვლებთო. დღეს კი, იგივეს თვითონ იმეორებს", - ამბობს ქუთაისელი გიორგი გურეშიძე.

მის მსგავსად, აღნიშნულის გამო უკმაყოფილებას სხვებიც გამოთქვამენ და სატრანსპორტო შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძოდ კი, "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.

"კონცერტების ნაცვლად, ხელისუფლებას ურჩევნია, ხალხის მიმართ ყურადღება სხვა მხრივ გამოიჩინოს და ის დაპირებები, რომელიც წინასაპარლამენტო არჩევნების დროს გასცა, შეასრულოს. ხალხს პური და სამუშაო ადგილები ჭირდება და არა სანახაობა", - ამბობენ ადგილობრივები.
გადაკეტილი ქუჩები და შეზღუდული სატრანსპორტო მოძრაობა ადგილობრივმა მოსახლეობამ  ორი კვირის წინაც გააპროტესტა. მაშინ ქუთაისის რეაბილიტირებულ მოედანზე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია საკმაოდ პომპეზურ ვითარებაში მოეწყო.

ახალი ამბები