კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზი დაფუძნდა

1 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

"ის, რამაც ჩვენ დღეს აქ შეგვკრიბა და გაგვაერთიანა, ის ღვაწლი და დამსახურებებია, რომელიც ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის, კერძოდ კი, ქუთაისის წინაშე მიუძღვის. იგი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის გზით წაიყვანოს", - ამ პათოსით 30 სექტემბერს ქუთაისში საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზი დაფუძნდა.

დარბაზის შექმნის იდეა, რომელიც 17 წევრს აერთიანებს, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა" და "სახალხო კრების" ქუთაისის ორგანიზაციებს ეკუთვნის და მიზნად ნინო ბურჯანაძის სამომავლო გეგმებისა და მიზნების საზოგადოებამდე მიტანას ისახავს.

"ქალბატონი ნინო ხმამაღლა არასდროს საუბრობს იმ დამსახურებებზე, რაც მას ჩვენი ქვეყნის წინაშე მიუძღვის. ასევე, არასდროს იტყვის იმას, თუ რა გაუკეთა მან ქუთაისს მისი მაჟორიტარობის პერიოდში. ამიტომ გვსურს ჩვენ ვისაუბროთ ამ საკითხებზე ხალხთან და იმაზეც, თუ რა გეგმები აქვს მას გაპრეზიდენტების შემდეგ", - აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დარბაზის წევრმა ომარ კიკვიძემ.

ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზის წევრები ასევე, იღებენ ვალდებულებას, რომ ხალხის, საზოგადოების პრობლემები და საჭიროებები საპრეზიდენტო კანდიდატთან მიიტანონ და რიგი პრობლემების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იზრუნონ.

ახალი ამბები