კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არა ძალადობას“ _ მოსწავლეების აქცია ბათუმში

4 ოქტომბერი, 2013
 
 მაკა მალაყმაძე, აჭარა

2 ოქტომბერს, ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ქუჩებში მსვლელობით აღნიშნეს. 

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას“, „ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი მარიამ კოჩალიძე თავად ძალადობის მსხვერპლი გახდა“, „არ გვინდა ვიყოთ ძალადობის მსხვერპლნი“, „არა ძალადობას“ _ ამ ლოზუნგებით მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და 6 მაისის პარკთან დაასრულეს.

„დღეს არის ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ამ აქციით ვგმობთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობას,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირანდა ტაკიძე.

„წინა წელს  აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო მარიამ კოჩალიძე, რომელიც მოგეხსენებათ რომ მოკლეს. დღევანდელი ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ  კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას, რომ მარიამის მსგავსი აქტიური მოქალაქეები გვჭირდება. ძალადობამ  არ უნდა შეიწიროს ადამიანი, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონ ებრძვის ძალადობას,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, გიორგი ქებულაძემ.

16 წლის მარიამ კოჩალიძე მიმდინარე წლის, 22 ივლისს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროსთან მოკლული იპოვეს. გამოძიების ცნობით, მკვლელობა ირანის მოქალაქემ, მოჰამადამინ რუინთანიამ ჩაიდინა და სარფის საბჟო გამშვები პუნქტით საქართველო დატოვა. 

აქციის მონაწილეებმა ძალადობის მსხვერპლ მარიამ კოჩალიძის ხსოვნის პატივსაცემად,  ქუჩაში სანთლებიც დაანთეს. 

ახალი ამბები