კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა

8 ოქტომბერი, 2013
 
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საინფორმაციო ცენტრი

საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოხდა გასულ პარასკევს კიშინოვში გამართული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თემატურ ჯგუფში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული მედიის თავისუფლების საფრთხეები.“

მედიის თავისუფლების ინდექსის კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებში ჩატარდა ფორუმის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის (სამუშაო ჯგუფი 1 , ქვეჯგუფი - მედია) მიერ ინცირებული პროექტის ფარგლებში; პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. პრესის თავისუფლების მხრივ მეორე ადგილზეა მოლდოვა, რომელსაც სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანიდა ბელორუსი მოჰყვებიან (ბელარუსმა 414 ქულა საქართველომ კი 1222 ქულა დააგროვა).

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კვლევაში გაშუქებულია მიმდინარე წლის მარტიდან-ივნისამდე პერიოდი და ის ექვსივე ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას დონეს აფასებს და არა – ჟურნალისტიკის ხარისხს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პრესის თავისუფლება ოთხი კრიტერიუმით – პოლიტიკური კონტექსტით, რეალური მდგომარეობით, მაუწყებლობზე და ინტერნეტზე წვდომით ფასდება. 

პროექტი უკრაინის "ინტერნიუსისა" და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წამყვანი არასამთავრობო მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 

ახალი ამბები