კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბანში საარჩევნო პლაკატებს ებრძვიან

22 ოქტომბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქალაქ გარდაბნის ცენტრში რთულია ისეთი საარჩევნო პოსტერის ნახვა, რომელზეც გამოსახულ საპრეზიდენტო კანდიდატს სახე და საარჩევნო ნომერი სრულად აქვს შენარჩუნებული. ჩამოხეულია, როგორც ,,ქართული ოცნების“, ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოსტერები.

დავით ბაქრაძის გარდაბნის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ,,ოცნება“ მათ საარჩევნო პლაკატებს ზემოდან მარგველაშვილის პოსტერებს აკრავს: ,, მე პირადა ვნახე, რომ ჩვენი ოფისის მიმდებარე ტეროტოარიაზე ოცნების აქტივისტები აკრავდნენ ჩვენ პლაკატებს მარგველაშვილის პლაკატებს,“- საუბრობს, ,, ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის შტაბის წევრი, მადონა ოზმანიანი.

,,ქართული ოცნების“ გარდაბნის შტაბშიი ბრალდებებს უარყოფენ და პირიქით, ბაქრაძის შტაბს ადანაშაულებენ მარგველაშვილის პოსტერების ჩამოხევაში.

,, გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ, რომ ჩვენ ბილბორდზე მიწერილი აქვთ ხუთი ნომერები. იმისთვის, რომ სააგიტაციომასალა გამოსადეგი ყოფილიყო ჩვენ მას მარგველაშვილის პატარა პლაკატები გადავაკარით. რაც შეეხება ქალაქ გარდაბანს, გავალთ გავაკრავთ პლაკატებს და შემდეგ, რამდენიმე საათში ჩამოხეული გვხვდება. მე არ ვაბობ, რომ ნაციონალები ხევენ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ პლაკატები იხევა,“- ამბობს, „ ქართული ოცნების“ გარდაბნის ორგანიცაზიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, კახა ბანეთიშვილი.
 

ახალი ამბები