კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე „პირველი არხზე“ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

24 ოქტომბერი, 2013

გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა „საპრეზიდენტო დებატებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პოლიტიკურმა მოძრაობამ განცხადება 17 ოქტომბერს გაავრცელა. მან განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიმართა.

ბურჯანაძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები 17 და 18  ოქტომბერს გასამართ დებატებში ხელოვნურადა არიან შერჩეული.

„მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს, ნუ შეეშინდება საკუთარი ხალხის და მონაწილეობა მიიღოს არა დადგმულ შოუში, არამედ ნამდვილ დებატებში ჩემთან“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების 17 და 18 ოქტომბერს მართავს. 17 ოქტომბერს დებატები შემდეგ კანდიდატებს შორის გაიმართება: გიორგი მარგველაშვილი („ქართული ოცნება“), დავით ბაქრაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიორგი თარგამაძე („ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“), ზურაბ ხარატიშვილი („ევროპელი დემოკრატები”),  18 ოქტომბერს კი მაუწყებელი დებატებს - კობა დავითაშვილს („ხალხის პარტია“), სერგო ჯავახიძეს  („სამართლიანი საქართველოსთვის“), თეიმურაზ მჟავიასა („ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია“)  და ნინო ბურჯანაძეს („დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“) შორის გეგმავდა.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ კვალიფიციური სუბიექტი არ არის, ამის გამო, მისი საპრეზიდენტო კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის დებატებში მონაწილეობა თავდაპირველად არ იყო დაგეგმილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ბურჯანაძის „საპრეზიდენტო დებატებში“ ჩართვა გადაწყვიტა და ეს საარჩევნო კოდექსის იმ მუხლით ახსნა, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელს შეუძლია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნიოს  პოლიტიკური პარტია, ან მისი წარმოამდგენელი, თუ არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის, ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სუბიექტი სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით.

ახალი ამბები