კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე: ,,სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის’’

25 ოქტომბერი, 2013

მარინა ფიდუაშვილი, თინათინ ალიაშილი, კახეთი

თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში’’ „დემოკრატიული მოძრაობის’’ საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. ბურჯანაძემ სახელმწიფოს ორ ძირითად ამოცანაზე ისაუბრა: საკუთარი მოქალაქეების შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყანაში საყოველთაო კეთილდღეობის საფუძვლების შექმნა. გარდა ამისა,  შეხვედრაზე ისეთი საკითხები იყო განხილული, როგორიცაა საარსებო მინიმუმები, პენსიები და უმუშევრობის შემწეობები, განათლება და კულტურა, სოფლის მეურნეობა და მიწის საკუთრება და სხვა.

მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია. აუცილებელია მისი განვითარების სტრატეგიული ხედვისა და კონცეფციის შექმნა, რის შედეგადაც საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოხდება.

ამასთან, მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა მოწესრიგდეს არა მარტო შიდა, არამედ საგარეო ურთიერთობებიც. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საგარეო ორიენტაცია შიდა ორიენტაციაზე უნდა იყოს მორგებული.

,,არ არსებობს იმის ილუზია, რომ უპრობლემო ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თუმცა ჩვენი ამოცანაა გამოვიდეთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც საქართველო წლებია იმყოფება. ჩვენი პროგრამის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა’’- განაცხადა ბურჯანაძემ.
,,დემოკრატიული მოძრაობის’’ ლიდერის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები.

ახალი ამბები