კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთოს სადამკვირვებლო მისია საარჩევნო გარემოს აფასებს

25 ოქტომბერი, 2013

თამთა თვალავაძე

„ქართული საარჩევნო კანონმდებლობა ყოვლისმომცველია და დემოკრატიული არჩევნების  ჩატარების საფუძველს წარმოადგენს, მედია სივრცე ნაკლებად პოლარიზებულია, თუმცა შეიმჩნევა ანალიტიკური და კრიტიკული ანალიზის და რეპორტაჟების სიმცირე“- ასეთია ეუთოს შუალედური ანგარიშის შეფასებები.

საპრეზიდენტო არჩევნების შუალედური მონიტორინგი 2013 წლის 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2010 და 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის  უფლებამოსილება შემცირებულია პარლამენტისა და პრემიერ მინიტრის სასარგებლოდ. საკანონმდებლო ცვლილებები  ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე შევა. ევროპელი   უფლებადამცველების აღნიშვნით, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი ორი პოლიტიკურ ძალის „ქართული ოცნების“ და  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ  ლიდერებს შორის  დაძაბული კოჰაბიტაციის ფონზე მიმდინარეობს.

კანდიდატთა  მიერ  საარჩევნო  კაპანიები სექტემბრის  ბოლოდან გააქტიურდა. ისინი  უპირატსობას კარდაკარ კამპანიის  ფორმას ანიჭებენ.  სარჩევნო საკანონმდებლო ბაზის  დარეგულირების  მიუხედავად, ამავე  ანგარიშში აღნიშნულია : „ეფექტიანად და გამჭვირვალედ მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო შეშფოთების საფუძველს ქმნის აუდიტის სახელმწიფო სამსახური, კონტროლის დაბალი დონით“.

ანგარიშში დადებითადაა  შეფასებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მუშაობა  ეროვნულ უმცირესობებთან  მიმართებაში. კერძოდ : „ცესკომ რეგიონებში მოაწყო  გასვლითი საგანმანათლებლო  შეხვედრები და გამოყო გრანტები სამოქალაქო ინტეგრაციის ასამაღლებლად, საარჩევნო  პროცესებში ეროვნული უმცირესობების  მხარდასაჭერის მიზნით“.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია ასევე  ყურადღებას ამახვილებს 2012  წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საარჩევნო პროცესის  გაუმჯობესებაზე.თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საარჩევნო გარემოზე უარყოფითად მოქმეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის  შემცველი განცხადებები“, - აღნიშნული ანგარიშში.

ეუთოს მისიაში გაერთიანებული არიან თბილისში მომუშავე 16 საერთაშორისო ექსპერტი და რეგიონებში გადანაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი. არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს, ეუთოს  300-მდე დამკვირვებელი დააკვირდება კენჭისყრის, ხმათა დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს.

ახალი ამბები