კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელმა სტუდენტებმა პრეზიდენტი „გააცილეს“

26 ოქტომბერი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„მიშა წადი, ოღონდ სახლში არა, ციხეში!“ - ასე მიმართეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა სტუდენტებმა მიხეილ სააკაშვილს.

საპროტესტო აქციით, რომელიც ქუთაისის პარალელურად, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა, სტუდენტებმა საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილის 9 წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში განვითარებული ფაქტები  შეახსენეს.

26 მაისის და 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენები, ტელეკომპანია „იმედის“ ისტორია, ლაფანყურის სპეცოპერაცია, ხურჩის ტერაქტი, ცოცხების კადრები ციხიდანდა სხვა ეპიზოდები სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ სრულ შემადგენლობას დააკისრეს.

„სააკაშვილის პრეზიდენტობა საათებს ითვლის. ჩვენ, საქართველოს სტუდენტები, საქართველოს ქალაქებში გამართული აქციებით ერთად დავითვლით დარჩენილ დროს, საათებს. მერე კი, მას სამუდამოდ გავაცილებთ ამ თანამდებობიდან“, - აღნიშნეს სტუდენტებმა.

ახალი ამბები