კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზედამხედველობის სამსახურმა ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“ გააფრთხილა

26 ოქტომბერი, 2013

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები გააფრთხილა  და დაავალა, რომ საარჩევვნო პლაკატები ჩამოეხიონ იმ შენობებიდან, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატების გაკვრის ნებართავა საკრებულოს არ გაუცია.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია განმარტავს, ძირითად, ასეთ ადგილებზე გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის პლაკატები გვხვდება: ,,ნაციონალურ მოძრაობაც და ქართული ოცნებაც გავაფრთხილეთ, ოცნებამ შესარულა და ჩამოხსნა პლაკატები, ნაციონალურ მოძრობაშიც დაგვპირდნენ, მაგრამ დღემდე არ ჩამოუხსნიათ და დღეს უკვე, იძულებული ვართ, დაჯარიმების ოქმი გამოვწეროთ“, - ამბობს გიორგი შენგელია.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისიის წარმომადგენლის ზვიად ხმალაძის განცხადებით, საკრებულოს დადგენილების საფუძველზე გამგეობას უნდა განეთავსებინა სპეციალური დაფები სადაც  პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პლაკატები გამოიკვრებოდა. რადგან გამგეობამ დაფები არ დაამონტაჟა, ხმალაძის თქმით, ეს შეზღუდვა ავტომატურად მოიხსნა. ზვიად ხმალაძე: ,, ჩვენ დაველოდეთ ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატების გაკკვრას და ამის შემდეგ გავაკარით ჩვენი კანდიდატის პლაკატები, გამგეობამ შემდეგ ჩამოხსნა მარგველაშვილის პლაკატები და დატოვა ბაქრაძის, იმისთვის რომ დავეჯარიმებინეთ. ჩვენ გავასაჩირვებთ დაჯარიმების ოქმს სასამართლოში“.

ზედამხედველობის სამსახური გასულ არჩევნებში შეზღუდვას არ უწესებდა პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალების გავრცელებაზე. წელს კი, რეგულაციები დაწესდა და ყველა იმ პარტიას, რომელიც  რეგულაციებს არ დაემორჩილება და ქალაქის იერსახეს პლაკატების გაკვრით დაამახინჯებს, გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ჯერ გააფრთხილებს, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი, დააჯარიმებს.

ახალი ამბები