კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვახტანგ მაისაიას საქმესთან დაკავშირებით

პრესკონფერენცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვახტანგ მაისაიას საქმესთან დაკავშირებით

 
24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს“) ფარგლებში.

21 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, ვახტანგ მაისაიამ ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურატურას მოთხოვნით, გამოიძიოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტები.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, წამების აკრძალვა არის აბსოლუტური მოთხოვნა ხელმომწერი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ვალდებული არიან, დროულად, ეფექტურად გამოიძიონ წამების ფაქტები და დასაჯონ დამნაშავეები. სამწუხაროდ, საქართველოში საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ ვერ ასრულებენ ამ ვალდებულებას და კვლავ პრობლემად რჩება წამების ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება. მთავარი პროკურატურა წამების მსხვერპლ პატიმართა და ყოფილ პატიმართა საჩივრებს საერთოდ არ იხილავს ან აჭიანურებს ამ განცხადებებში ასახული ფაქტების დადგენას და დამნაშავეთა გამოვლენას.

მოდულის შენობაში წინასწარი დაკავების ეტაპზე და შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვახტანგ მაისაიას მიმართ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მაღალჩინოსნების მიერ ხორციელდებოდა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ვახტანგ მაისაიას წამების ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა გამოვლენა შექმნის პრეცენდენტს სხვა ყოფილი პატიმრებისთვის, რომელთა წამების ფაქტები ასევე არ არის გამოძიებული.

პრესკონფერენციას დაესწრება თავად ვახტანგ მაისაია, რომელიც თავად ისაუბრებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.

პროექტს „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს” ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი