კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთელი პედაგოგი, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

28 ოქტომბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

როგორც Humanrights.ge-ს შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ხომერიკმა განუცხადა, პოლიციის თანამშრომლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

„ამბობენ, რომ მე თითქოს ნაციონალების სასარგებლოდ ვმუშაობდი წინასაარჩევნო პერიოდში. რესურცენტრის უფროსს უთხრეს, რომ ფრთხილად უნდა ვიყო, თორემ ჩემს დირექტორობას შეექმნება საფრთხე. ეს ბრალდება  არის სიცრუე, ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. მე ჩემს მოსწავლეებთან პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. ვვარაუდობ, რომ ასეთ ჭორებს ნაციონალური მოძრაობა მივრცელებს.“ - გვითხრა ხომერიკმა.

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, კახა ასკურავა ამბობს, რომ არცკი იცის ვინაა ქეთევან ხომერიკი:

„არც ვიცნობ მაგ ქალბატონს, რომ მის სიტყვებზე კომენტარი გავაკეთო. არაფერი ვიცი აღნიშნული ინფორმაციის შესახებ,“ - გვითხრა ასკურავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის მოადგილის, გია ბოლქვაძის თქმით, ის, რომ პოლიციელები ზეწოლას ახორიცელებენ პედაგოგებზე, წმინდა წყლის სიცრუეა: „პოლიცია ნამდვილად არ ერეოდა არჩევნებში. თუკი მაგ ქალბატონზე რომელიმე პოლიციელმა განახორციელა ზეწოლა, მაშინ დაასახელოს მათი ვინაობა და მერე ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ,“ - ამბობს ბოლქვაძე.

ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნინო ჩიტიძე ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ქეთევან ხომერიკი ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობდა: „ეს ინფრომაცია მომაწოდეს თუ არა, იმ წუთშივე გადავამოწმე და გაირკვა, რომ ვიღაცებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ ქეთევანი მე-11 კლასის მოსწავლეებს აძალებდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ემოქმედათ“- ამბობს რესურსცენტრის უფროსი. 

ახალი ამბები