კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 36 ბიულეტენი ბათილად სცნო

28 ოქტომბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე

ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიამ #06 უბანზე აღმოჩენილი დარღვევის თაობაზე კენჭისყრა ჩაატარა.

#06 უბანზე საიამ დააფიქსირა, რომ გადასატან ყუთს საუბნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის შედეგად ერთი საარჩევნო სუბიექტის, კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ორი წარმომადგენელი გააყოლა, რაც, საიას იურისტების თქმით, საარჩევნო კოდექსის 61–ე მუხლის დარღვევაა.

საოლქო კომისიამ აღნიშნული საკითხი განიხილა სხდომაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადასატანი ყუთით მიცემული 36 ხმა ბათილად ეცნო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საოლქოს ორმა წევრმა, ხოლო – ორი წინააღმდეგი წავიდა. მომხრე იყო ცხრა წევრი.

ახალი ამბები