კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით

28 ოქტომბერი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორ გელა მთივლიშვილისათვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, რაც გამოიხატა მისთვის ვიდეო-გადაღების აკრძალვაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უბნიდან გაძევებაში.

სამწუხაროა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ცესკომ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება. პირიქით, ცესკოს პრესსპიკერმა, ეკა აზარაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა არასწორი  ინფორმაცია, რომ თითქოსდა გელა მთივლიშვილი იღებდა ამომრჩეველთა სამაგიდო სიებს, რის გამოც მას მოსთხოვეს დაეტოვებინა უბანი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალიდან ნათელია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სხვა წევრები სრულიად უკანონოდ უკრძალავდნენ მას კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას - საარჩევნო უბანზე  ვიდეოგადაღებას. შეშფოთებას იწვევს მათი განსაკუთრებული აგრესია, უხეში დამოკიდებულება და ჟურნალისტის უბნიდან უკანონოდ გაძევება. ასევე, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ცესკოს მიერ არჩევნებზე აკრედიტებულ ჟურნალისტს არ მიეცა ინციდენტთან დაკავშირებით საჩივრის დაწერის შესაძლებლობა. 

ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული დარღვევების  შეფასების შედეგად, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ  გელა მთივლიშვილს საარჩევნო უბანზე წაერთვა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისა და არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ცესკოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეისწავლოს ჭიკაანის N14 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის სხვა წევრების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით.  

ახალი ამბები