კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია პროკურატურისგან მასზე განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს

28 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

24 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საქმესთან დავაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.  სამხედრო ექსპერტმა პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებული წამების ფაქტებზე გამოძიების დასაწყებად პროკურატურას განცხადებით მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, 21 ოქტომბერს ყოფილმა პოლიტპატიმარტმა ვახტანგ მაიასაიმ პროკურატურას პატიმრობაში ყოფნისას მასზე განხორციელებული წამების ფაქტების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავჯდომარის,  ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, თავდაპირველად, მაისაიას საქმე გაერთიანებული იყო წამების სხვა მსხვერპლი პატიმრების საქმეებთან ერთად, თუმცა გამოძიება წინ არ წასულა, რამაც განაპირობა, რომ პროკურატურას ხელახალი განცხადებით მიმართეს.  

„პირველად ამა წლის 20 თებერვალს დავიკითხე, მეორედ კი 12-13 მარტს როცა საუბარი იყო სისტემური დანაშაულის შესახებ და მითხრეს, რომ სწორედ ამ კუთხით მიდოდა საქმის გამოძიება და ჩემი საქმეც სისტემური დანაშაულის საქმეში მოექცეოდა. 3000 ადამიანი დაიკითხა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმიდან არაფერი ჩანს და ამიტომ 21 ოქტომბერს  მე შევიტანე პირადი განცხადება, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ წამებასთან დაკავშირებით. მოვითხოვ, დროულად მოხდეს რეაგირება და გამოვლინდეს კონკრეტული ფაქტები და დამნაშავეები“, -  აღნიშნა მაისაიამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებისა და პროკურატურის მიერ წამების ფაქტების გამოძიება დღემდე პრობლემად რჩება, რადგან პროკურატურა წამების მსხვერპლ პატიმართა და ყოფილ პატიმართა საჩივრების განხილვას აჭიანურებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, წამების აკრძალვა არის აბსოლიტური უფლება და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დროულად გამოიძიონ წამების ფაქტები და დასაჯონ დამნაშავეები, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ სრულდება: „ჩვენ ვფიქრობთ, ძალიან ეფექტური იქნება, რომ ყველა მსგავსი ტიპის წამების საქმეს ცალ-ცალკე მიყვნენ დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შეიტანონ სარჩელები და ამ გზით მოვახერხოთ შეფერხებული გამოძიებების დაჩქარება ციხეებში წამების ფაქტებზე“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე  ალეკო ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 5 მაისს,  ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია  დააპატიმრეს რუსეთის სასარგებლოდ სამხედრო ჯაშუშობის ჩადენის ბრალდებით, გამოძიების ინფორმაციით, იგი აგვისტოს ომის დროს რუსებს გადასცემდა საქართველოს ჯარის პოზიციებს. 
 
მაისაიას თქმით, მოდულის  შენობაში და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ვახტანგ მაისაიას მიმართ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოების და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მაღალჩინოსნების მიერ ხორციელდებოდა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.   აღნიშნული დანაშაულები გამოიხატებოდა ფიზიკურ და  ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, ცემაში,  ე.წ  ,,აღიარებითი ჩვენებების“  მუქარით, იძულებითი წესით მიღებაში, ,,დახვრეტის იმიტაციაში“,   ,,წამების ოთახში“  ლიკვიდაციის მუქარაში. მაისაიას თქმით, ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ ხორციელდებოდა ,,მოხრჩობის იმიტაცია“ და  კარცერში მოთავსების მუქარა. 2013 წლის იანვარში მაისაია პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და ყველანაირი ბრალდება მოეხსნა.

ახალი ამბები