კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინა ხატისკაცის შეფასებით, ცესკო საარჩევნო კოდექსის არასწორ ინტეპრეტაციას ახდენს

27 ოქტომბერი, 2013
 
Humanrights.ge

ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით აკვირდება, აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის ორ-ორი წარმომადგენლის დასწრება საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამ გზით ირღვევა კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

ნინა ხატისკაცის თქმით, ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკით უდგება და არ ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტი არის არა პარტია ან საარჩევნო ბლოკი, არამედ პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამდენად, არასწორია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა დამატებით დაშვება საარჩევნო კომისიაში.

ნინა ხატისკაცი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთ ნაკლოვანებად მიიჩნევს იმ ბიულეტენების გაბათილების დაკანონებას, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზა და ამით დააფიქსირა თავისი საპროტესტო პოზიცია ყველას მიმართ. 

„ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბიულეტენები, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ხმის დათვლისას გაბათილდება, რაც სერიოზულად დააზარალებს ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების საერთო სტატისტიკას. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან წინა არჩევნებისას ამომრცეველთა საპროტესტო ხმა ფიქსირდებოდა და შემაჯამებელ ოქმში იყო გრაფა, რითაც ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობაც ითვლებოდა“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.

ახალი ამბები