კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულში ამომრჩევლები უბანზე სამარშუტო ტაქსებით მიყავთ

27 ოქტომბერი, 2013
 
Humanrights.ge 

მარნეულში სოფელ თამარისში, 21-ე უბანზე სამარშუტო ტაქსი დილიდან მოძრაობს და ამომრჩევლები უბანზე მოჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გვაწვდის: „ეს სამარშუტო ტაქსი რეისებს აკეთებს, მოვა, მოიყვანს ამომრჩევლების ერთ ნაკადს და ისევ უკან ბრუნდება. ჩენ მძღოლთან გასაუბრებაც ვცადეთ, მან გვითხრა, რომ ის მოხალისეა, ამომრჩელების მოყვანაში ფულს არავინ უხდის და არც რომელიმე პარტიას ემსახურება, უბრალოდ თავისი კეთილი ნებით გადაწყვიტა თანასოფლელებს დამხარებოდა უბნამდე მოსვლაში“ - ამბობს ჩვენი დამკვირვებელი სალომე ჩხეიძე. მისივე თქმით, სამარშუტო ტაქსთან „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რამდენჯერმე მივიდა და ესაუბრებოდა სამარშუტო ტაქსიდან გადმოსულ ამომრჩევლებსა და მძღოლს. 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ უბანზე ამომრჩევლების უჩვეულოდ დიდი აქტიურობაა, მარნეულის სხვა უბნებთან შედარებით. ამ დროისთვის უბანზე 300 ამომრჩეველმა მისცა ხმა, როცა სხვა უბნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალია და დაახლოებით  100- ამდე ამომრჩევლამდე მისცა ხმა.

ჩვენმა დამკვირვებლებმა ვითარების გარკვევა კომისიის თავმჯდომარესთანაც სცადეს. მისი თქმით, მოსახლეობა უბანზე სვანეთის უბნიდან მოჰყავთ, რადგან ეს უბანი შორსაა საარჩევნო უბნიდან. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისთვის ცნობილი არაა, ვინაა ტრანსპორტირების ორგანიზატორი. 

ახალი ამბები