კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი ერთ უბანზე

27 ოქტომბერი, 2013
 
Humanrights.ge 

წეროვანის 41-ე საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია -  „ახალი თაობა, დემოკრატიული საქართველოსთვის“, ორი წარმომადგენელი ჰყავს. ამის შესახებ ინფრომაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გვაწვდის. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ერთ ორგანიზაციას უბანზე მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს: „როცა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვკითხე, რა ორგანიზაციაა, ვინაა ხელმძღვანელი და როდის დაარსდა, პასუხი არ გამცეს, მითხრეს რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ“ - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვრირვებელი. მისივე ცნობით, ამ უბანზე ერთი ადამიანი ბეჯის გარეშე იმყოფებოდა: „ის უბანზე ბეჯის გარეშე მოძრაობა, როცა ვთხოვე ბეჯი ეჩვენებინა, ის მითითებას დაემორჩილა და ნაციონალური მოძრაობის ბეჯი გაიკეთა“ - აღნიშნავს ჩვენი დამკვირვებელი. 

მისივე თქმით, ეს საარჩევნო უბანი ერთ-ერთი შენობის დერეფანშია გახსნილი და არ შეესაბამება კანონით დადგენილ იმ წესებს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს უბანი მოწყობილი. „უბანზე მისვლის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარეს ვუთხარი ამის შესახებ, მათ გადააადგილეს ინვენტარი და ტერიტორია მეტნაკლებად დაემსგავსა საარჩევნო უბანს“ - აღნიშნავს დამკვირვებელი.
 

ახალი ამბები