კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილმა სასამართლოების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

31 ოქტომბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 4 ოქტომბერს საერთო სასამართოების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს იმ ნაწილში, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე მათთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას ეხება.

კანონპროექტი, რომელიც  მიზნად ისახავს კანონის ახალ კონსტიტუციურ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსამართლის ქვედა ასაკობრივი ზღვარის 28 წლიდან 30 წლამდე გაზრდას და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადო გამწესების წესს.

უვადოდ დანიშვნამდე, კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება; მოსამართლეთა საქმიანობას სამი წლის განმავლობაში მონიტორინგს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაუწევს და სწორედ მის შეფასებაზე  დაყრდნობით გადაწყდება დაინიშნოს თუ არა ესა თუ ის მოსამართლე უვადოდ.

პრეზიდენტის შენიშვნები, რომელიც პარლამენტში 28 ოქტომბერს შევიდა, გამოსაცდელი ვადის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ამგვარი რეგულაციების შემოღება, შენიშვნების თანახმად,  „შეასუსტებს მოსამართლის დამოუკიდებლობას“ და შექმნის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მის მიერ "პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს“. 

საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ის აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რასაც სულ ცოტა 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

სააკაშვილმა ვეტოს უფლებით მეთორმეტედ ისარგებლა მას შემდეგ, რაც შარშან ახალი პარლამენტი იქნა არჩეული. წინა თერთმეტი შემთხვევიდან, ათში პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ხოლო ერთ შემთხვევაში არც ვეტო დაძლია და არც მის მიერ მიღებულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რითაც მოქმედი საკანონმდებლო ნორმა დატოვა უცვლელი. 
 

ახალი ამბები