კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა პროკურატურას მიმართა

31 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ფხალაძეwww.media.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა 28 ოქტომბერს გურჯაანის რაიონულ პროკურატურას წერილობით მიმართა მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე საქმის აღძვრის თხოვნით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით,  27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის ჭიკაანის მე-14 საარჩევნო უბანზე  რედაქტორს ვიდეოს გადაღების უფლება არ მისცეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უბნიდან გააძევეს. ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით თავის ვებგვერდზე (www.ick.ge)  ვიდეომასალასაც  აქვეყნებს.

გელა მთივლიშვილმა media.ge-ს უთხრა, რომ, მისი მიმართვა არც იყო სჭირო, მოქმედი საკონსტიტუციო კანონმდებლობით, პროკურატურა თვითონ იყო ვალდებული დანაშაულის ნიშნების გამო დაეწყო გამოძიება.

ახალი ამბები